ოთხშაბათი, 13.11.2024, 02:13მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა

შესვლის ფორმა

სექციის კატეგორიები

ძებნა

ჩვენი გამოკითხვა

Оцените мой сайт
სულ პასუხი: 123

საიტის მეგობრები

სტატისტიკა


სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
Каталог статей
მთავარი » სტატიები

სულ კატალოგში მასალაა: 8
ნაჩვენებია მასალა: 1-8

გვარი შონია მე-16 საუკუნიდან მოიხსენიება.ლეგენდის თანახმად მიფიშქვინა ჩარკვიანს და მის ორ ძმას სვანეთიდან სისხლის აღების შემდეგ სამეგრელოსათვის შეუფარებიათ თავი.მიფიშქვინა წალენჯიხის სოფელ ფახულანში დასახლებულა.მეგრული მიმართვიდან "შონი რე", "შონი ყოფე" -უწარმოებიათ გვარი შონია(სვანია).სწორედ მისგან მომდინარეობენ ჩვენი წინაპრები. მიფიშქვინას ძმებიდან ერთი ჯორჯოკიად,ხოლო მეორე დემურიად ჩაწერილა.ისინი სოფელ ნარაზენში დასახლებულან.შონიების გვარში ერთ-ერთი სახელგანთქმული პიროვნება ყოფილა ღეჯია შონია,რომლისთვისაც გამოჩენილი ვაჟკაცობისათვის სვანეთის მთავარს-დადეშქელიანს "ოხაჩქუეს" მთა უჩუქებია. ეს გენეალოგია კოსტა და ფარნა შონიების გადმოცემის მიხედვით შეუდგენიათ 1960 წელს აკაკი(კაკო) და ალექსანდრე(ღუდა) შონიებს.1986 წელს რაბო,ტარიელ,ალექსანდრე(ალიკა),ვახტანგ შონიებმა და ლოთია ჭანტურიამ განაახლეს. 2005 წელს გენეალოგია განაახლა ტარიელ აკაკის ძე შონიამ,(რომელიც არჩეულ იქნა 1990 წლის 15 სექტემბერს შონიების საგვარეულოს შეკრებაზე "შონიების გამგებლად",სადაც ესწრებოდა შონიები და მათი ნათესაობა 6 000 კაცი(სამურზაყანო,ქ.გალის რაიონის ფეხბურთის სტადიონი)).
Мои статьи | ნანახია: 5466 | დაამატა: berdosveta | თარიღი: 29.04.2010 | კომენტარი (23)

საფრანგეთში,პარიზის სამხედრო მუზეუმის შესასვლელთან დგას მე-2 მსოფლიო ომის დროინდელი ზარბაზანი,რომელზედაც ამოტვიფრული არის 4 გვარი,მათ შორის არის გვარი "შონიაც".როგორც ვხედავთ ჩვენი ერთ-ერთი წინაპარიც იყო მათ შორის,რომლებმაც ხანგრძლივი და გმირული ბრძოლის შემდეგ გამარჯვებულებმა მიაღწიეს ბერლინს!ვიამაყოთ ჩვენი სახელოვანი წინაპრებით!..
Мои статьи | ნანახია: 3021 | დაამატა: berdosveta | თარიღი: 20.08.2009 | კომენტარი (1)


კონსტანტინე(კოსტა) შონია იყო სოფელ ფახულანის უკანასკნელი მღვდელი.ის იყო დიდად განათლებული ადამიანი.კომუნისტების შემოსვლის შემდეგაც მედგრად იცავდა მართლმადიდებლობას.ეკლესიის დანგრევის შემდგომაც ქადაგებდა ქრისტიანულ ჭეშმარიტებას.დაკრძალულია სოფელ ფახულანში. ____________ინფორმაციული წყარო ზვიად შონია
Мои статьи | ნანახია: 2671 | დაამატა: berdosveta | თარიღი: 10.06.2009 | კომენტარი (0)


ტიგურა შონია ხალხში გოლიათ ტიგურად იყო ცნობილი.მას შეეძლო სამ თვალიანი ოდა სახლის აწევა.იყო დიდი თამადა,სვამდა ერთ კოკა ღვინოს,თითქმის 21 ლიტრას.მის შესახებ გამოქვეყნებულია სტატია წალენჯიხის ადგილობრივ გაზეთში:"გოლიათი ტიგურა",სადაც მისი თანამედროვე იხსენებს მის მიერ ჩადენილ გმირობებს.ის ჩემი დიდი ბაბუა იყო.სურათზე პატარა ბიჭი ბაბუაჩემია-კლიმენტი შონია.ღმერთმა აცხონოს მათი სულები! ------------------------- ინფორმაციული წყარო ზვიად შონია
Мои статьи | ნანახია: 2891 | დაამატა: berdosveta | თარიღი: 10.06.2009 | კომენტარი (0)


ხალხური რეწვა ქართული კულტურის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ტრადიციულად საქართველოს ცალკეული პროვინციები სხვადასხვა ხელობის ოსტატებით იყო განთქმული. სოფელ ფახულანში ადრეც იყვნენ და დღესაც არიან ხის დამუშავების ხელოსნები. მათ მიერ აგებული ხის სახლები და მოჩუქურთმებული აივნები საქართველოს ბევრ ქალაქსა და სოფლეში გვხვდება. იყვნენ ადამიანები, რომლების ნაბდებსა და წაღებს კერავდნენ. ვინმე მახარა გერგედავა ყოფილა - ცნობილი ფეხსაცმლების მკერავი. ამჟამად, სოფელში არის ახალგარზრდა მხატვარი ვეფხია შონია, რომელიც ხეზე მუშაობს და მის მიერ დამზადებული ხის ჭურჭლები, სასანთლეები, ხის კოვზები, ჩოგნები, სუვენირები გასაყიდად მზადდება. იგი ასევე ამზადებს მუსიკალურ საკრავებს, კერძოდ სალამურებსა და ფანდურებს. წარსულში, ამ საქმის ცნობილი ოსტატები ყოფილან სოლომონ გერგედავა, ელიზბარ და თედო შონიები. ხარებისა და ცხენების ნალების მჭედელი იყო ოლიფანტე გერგედავა. ურმის თვლებს ამზადებდა ნოდარ შონია.
Мои статьи | ნანახია: 4852 | დაამატა: berdosveta | თარიღი: 08.06.2009 | კომენტარი (0)


შონიების გერბი სულ რაღაც 18 წლის წინ შეიქმნა ოჩამჩირეში.ჩვენი წინაპრები ოდითგანვე საქონლის ქურდობას ეწეოდნენ(მაშინ ეს სულაც არ იყო სამარცხვინო ფაქტი),ძირითადად ცხენებს იპარავდნენ.ცხენი გერბის ცენტრში აღნიშნავს ოჯახურ მთლიანობას. შონიების მეზობლები ძირითადად სვანური ოჯახები იყვნენ,ამდენად ჩვენს წინაპრებს არაერთხელ უხდებოდათ მზის ქვეშ თავიანთი ადგილის დამკვიდრება,ამიტომაც არის გერბზე შინდისფერი ფერი,რომელიც ბრძოლას ასახავს. ჯვარი და ეკლესია გერბზე აღნიშნავს ქრისტიანულ რელიგიას,ცეცხლი-ოჯახურ კერას. შონიები მუდამ ორგანიზებულები და მეგობრული ხალხი იყვნენ,1989 წელს შეიქმნა სხვადასხვა ღონისძიებების და შეხვედრების გეგმა,რომლის მიხედვითაც ყოველ 80 წელს მიღწეულ შონიას გადაეცემოდა საჩუქრად ნაბადი.სოფელი ფახულანი ოდითგანვე გამოირჩეოდა საუკეთესო ნაბდებით.
Мои статьи | ნანახია: 5449 | დაამატა: berdosveta | თარიღი: 08.06.2009 | კომენტარი (11)

გვარსახელის ტიპი: ეთნონიმური. ეტიმოლოგია: გვარადქცეული ეთნონიმური სახელი “შონი” - მეგრულად ნიშნავს სვანს. . . დერივატული გვარსახელები: შესაძლოა ამავე ძირის იყოს შონიძე, შონავა . . . შონიათა გვარმოდენილობა გვარმოდენილობის სტრუქტურა: მრავალძირიანი . . . გვარჩამომავლობა: გლეხი . . . გვარის პირველხსენება: XVI საუკუნის გამოსაღების დავთარი . . . შონიათა გვარის განსახლება და რიცხოვნობა ადგილი ქართულ გვარებს შორის: 26-ე. რიცხოვნობა: სულ საქართველოში – 1910 კომლი. განსახლება: მხარეები: სამეგრელო (1300 კომლი), . . . რაიონები: ზუგდიდი (620 კომლი), . . . ქალაქები და სოფლები: ფოთი (80 კომლი), . . . შონიათა გვარისშვილნი შონია ვალტერ (1936) - დიპლომატი, მოღვაწეობს რუსეთში. . . . პატრონიმული ტოპონიმები სამეგრელო: ლეშონიე - ლესალე. შონიათი - პატარა ჭოღა. საშონია - ყულევი, ზუბი, ახალსოფელი, გაღმა პირველი ხორგა, ბია, ფოცხო. . . .
Мои статьи | ნანახია: 3074 | დაამატა: berdosveta | თარიღი: 07.06.2009 | კომენტარი (0)


  თავადი კორსანტელი ანჩაბაძე (ანჩიბეია) თავყრილობაზე ან ტრადიციულ ჯარალუაზე, რომელიც მარიამობაზე იმართებოდა, საპატიო ადგილზე იჯდა. მის ირგვლივ თავადის დაახლოებული პირები იყვნენ. მათ შორის გუსარი შონიაც. ერთხელ გუსარს კორსანტელმა პაპიროსი გაუწოდა. გუსარი შეეკითხა: რატომ თავადიშვილები არ მონაწილეობენ მარულაში, ჯირითში ან ლელოს ბურთშიო. კორსანტელმა მიუგო: რაც კარგი ბიჭები გირევიათ, ყველა თავადების ნაბიჭვრებიაო. გუსარმა დაუყონებლივ უპასუხა: “ბატონო კორსანტელ, შეიძლება მართალს ამბობთ მაგრამ იცოდეთ, თავადებს ვინც მდარე ურევია, ყველა გლეხების ნაბიჭვრები ყოფილანო”.
Мои статьи | ნანახია: 3791 | დაამატა: berdosveta | თარიღი: 07.06.2009 | კომენტარი (2)

Copyright MyCorp © 2024 | Free web hosting - uCoz